საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის გაფორმდა მემორანდუმი მებაღეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 60% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში.\r\nმემორანდუმის თანახმად, კოლეჯი უზრუნველყოფს საწარმოს ჩართვას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო გეგმის პროექტების შემუშავებაში. ასევე, ამ პროცესში, საწარმოსთან ერთად განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგებს, რომელთა მიღწევა და შეფასებაც უნდა განხორციელდეს საწარმოში.\r\nსაწარმო თავის მხრივ მონაწილეობას მიიღებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო გეგმის პროექტების შემუშავებაში.\r\nპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბოტანიკური ბაღი, მის კომპეტენციას მიკუთვნებული სწავლის შედეგების მიღწევის უზრუნველსაყოფად გამოყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელს, რომელიც გახორციელებს პროფესიულ სტუდენტთა საწარმოო პროცესში მონაწილეობის ზედამხედველობას.