2022 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ დუშეთში გაიმართა სახალხო დღესასწაული
„დუშეთობა -მთაბარობა“
აღნიშნულ ღონისძიებაზე, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა,
როგორც რეგიონში არსებულმა ერთადერთმა პროფესიულმა სასწავლებელმა
საგამოფენო სივრცეში წარმოადგინა კოლეჯის სასწავლო სპეციალობების
შესაბამისი ნამუშევრები, კერძოდ: ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები,
ალკოჰოლური და უალკოჰოლო პროდუქცია, მშრალი ხილი, თაფლი, საინჟინრო
დარგის სტენდები.
გამოფენამ დამსწრეთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა კითხვა-
პასუხის რეჟიმში საკითხების დეტალურად განხილვა სწავლით
დაინტერესებულთა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის.