სსიპ “ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ წარმატებით მიმდინარეობს დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „კულინარიის ხელოვნების“ შესწავლა
2023 წლის აპრილის თვეში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯსა და კომპანია „Sevsamora Resort & Spa“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კულინარიის ხელოვნების სტუდენტები ინსტრუქტორთან ქალბატონ ნინო რაზმაძესთან ერთად, კონპანია “სევსამორაში“ წარმატებით გადიან დუალური პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკულ მოდულებს:
საკვები პროდუქტების ტექნოლოგია;
კერძების მომზადების ტექნოლოგია;
ქართული სამზარეულოს ძირითადი კერძების მომზადება;
საერთაშორისო სამზარეულოს გავრცელებული კერძების მომზადება
კალკულაცია და აღრიცხვა კვების ობიექტებში;
აღნიშნული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვა, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს სასტუმრო, სარესტორნო მომსახურების, საკვები პროდუქტების კულინარიის სპეციალისტებსა და კონდიტერს.