სსიპ ″ილია წინამძღვრიშვილისა სახელობის კოლეჯსა″ და შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ″Natali Academy″ - იას შორის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „თმის მომსახურების“ მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ნატალი აკადემიის თმის მომსახურების პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტებს მასტერკლასები ჩაუტარეს.
თანამშრომლობის ფარგლებში ასევე იგეგმება საერთო მასტერკლასების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც სფეროს განვითარებას, ასევე სილამაზის სფეროში დასაქმებულთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორმა, თემურ ასათიანმა და ნატალი აკადემიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნესტან მათოზაშვილმა მოაწერეს ხელი.