ა.წ 15 ივნის სოფ.კისისხევში, მეღვინეობა „Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA” - ში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „მევენახეობა-მეღვინეობის“ N058 ჯგუფის სტუდენტებს უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდათ.
სტუდენტების საგამოცდო პრაქტიკული ნაწილი დარგის ექსპერტებმა, კოლეჯ „აისის“ მასწავლებლებმა და საწარმოს წარმომადგენელმა შეაფასეს.
საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩატარებას კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაცია - Georgian Wine Association / ასოციაცია ქართული ღვინო უზრუნველყოფდა.