2023 წლის 15 სექტემბერს სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში”
პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველ დარეგისტრირებულ
აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციის,
პროფესიული ტესტირების, და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ამომწურავი
ინფორმაცია მიეღოთ.
დარეგისტრირებულმა აპლიკანტებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ -
ტექნიკური ბაზა, ვაზისა და ხეხილის საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთები
დაათვალიერეს და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი
ნამუშევრები შეაფასეს.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საინტერესო კუთხით წარმოჩენილიყო
პროფესიული განათლება და ხაზი გასმოდა აქ მიღებული უნარების სხვადასხვა
სფეროში დასაქმებისათვის გამოყენების რეალურ შესაძლებლობას.