საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ USAID „დამსაქმებელი პროფესიული
განათლებისთვის“ პროგრამასთან ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების
შესახებ ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
პროექტს „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“,
რომლის დაწყების ოფიციალური ცერემონია სტეფანწმინდაში გაიმართა,
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების
ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს, ამასთან სახელმწიფოს
მხრიდან პროექტის იმპლემენტაციაში რვა საზოგადოებრივი კოლეჯი, განათლების
და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად იქნება
ჩართული.
შესაბამისად, ღონისძიების ფარგლებში, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის
კოლეჯმა“ ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს ბიზნეს
ასოციაციასთან და USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული
განათლებისთვის“. ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასა (GREDA) და პროექტში მონაწილე
პარტნიორ ჰესებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.