2023 წლის 30 - ნოემბერს სსიპ „სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი -
ის ორგანიზებითა და საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia - ის
გენდერის დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, ილია წინამძღვრიშვილის
სახელობის კოლეჯის სააქტო დარბაზში - ”ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით“ ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგზე განხილული იქნა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის
საკითხების განხილვა. გაანალიზდა ძალადობის რისკ-ფაქტორები და
მახასიათებლები. ყურადღება დაეთმო ძალადობის ცნებისა და სუბიექტების
განხილვას. ასევე, მოხდა ძალადობის სახეების იდენტიფიცირება და გაანალიზდება
ძალადობისაგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ადრეულ ასაკში ქორწინების, ოჯახში
ძალადობის, ქალთა მკვლელობებისა და ქალთა მიმართ ძალადობის სხვა ფორმების
ირგვლივ არსებულ მდგომარეობას, სახელმწიფო პოლიტიკასა და ინსტიტუციურ
მოწყობას, ასევე სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ გამოწვევებს.
ტრენინგის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს, ოჯახში ძალადობის არსი და მისი
ნეგატიური ასპექტები. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში
ძალადობის პრობლემატიკის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მახასიათებლების
შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის
თანამშრომელი.