ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების სამსახურის ინიციატივით, მაგიდის ჩოგბურთის შიდა ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატში მონაწილეობა, კოლეჯის 40-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო.
საინტერესო და დაძაბული დაპირისპირებების ბოლოს საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
(1) ადგილი - ვალერიან ქავთარაძე (მევენახეობა - მეღვინეობა)
(2) ადგილი - ირაკლი ალექსანდრენკო ( ინფორმაციის ტექნოლოგია )
(3) ადგილი - ალექსანდრე ჯანიაშვილი ( კომპიუტერული ქსელი და სისტემები )
საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გარდამავალი თასი და სერტიფიკატები გადეცემათ.