2024 წლის 15 იანვარსს, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დუალური (როდესაც სწავლების ნახევარი ან მეტი მიმდინარეობს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში) პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამის „რძის პროდუქტების წარმოების“ N081 ჯგუფის სტუდენტებს უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით, საკვალიფიკაციო თეორიული გამოცდა ჩაუტარდათ.
გამოცდას ესწრებოდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „რძის პროდუქტების წარმოების“ ხელმძღვანელი, პროფესიული პედაგოგი ქეთევან მელუა. გამოცდის პროცესში ჩართული იყვნენ კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომდგენლები: ″თელეთის რძის პროდუქტები″, ″საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Associatio″ და ″სურსათის ეროვნული სააგენტო″.
სასურსათო პროდუქტების წარმოების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს რძის პროდუქტების დამამზადებლად, საკვებისა და მსგავსი პროდუქტების დასამუშავებელი მანქანების ოპერატორად, შესაფუთი, ჩამოსასხმელი და ეტიკეტის დასაკრავი მანქანების ოპერატორად, ხელით მფუთავად ნებისმიერ სახელმწიფო ან/და კერძო კომპანიაში.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ულოცავს სტუდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას, უსურვებს მათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს!