სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში“ პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები წარმატებით დასრულდა და მონაწილეებს სერტიფიკატები კოლეჯის დირექტორმა თემურ ასათიანმა გადასცა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში, (სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარის საჯარო სკოლა, სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის საჯარო სკოლა, იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დაბა ფასანაურის პირველი საჯარო სკოლა ) 3 თვის განმავლობაში, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, „სამკერვალო წარმოების“ და „მეხილეობის“ პროფესიებს ეუფლებოდნენ და პროექტის ფარგლებში აღნიშნულ საჯარო სკოლებს საორიენტაციო კურსის სწავლებისთვის საჭირო სხვადასხვა ინვენტარი, საკერავი მანქანები, მოტობლოკი, ხეხილის ნერგები, ხეხილის მოსავლელი საშუალებები და სპეციალურად შერჩეული სამკერვალო საქმიანობისთვის საჭირო ნაჭრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეებს აქტიურად ხვდებოდნენ კარიერის დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, პროექტში ჩართული სკოლების პედაგოგები, კოლეჯის „მეხილეობის“, და „სამკერვალო წარმოების“, პროფესიული მასწავლებლები და პროფესიის არჩევის თემასთან დაკავშირებით, თემატურ სესიებს ატარებდნენ. ასევე, სკოლის მოსწავლეები, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში გვსტუმრობდნენ კოლეჯში.