2024 წლის 12 მარტს, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში ჩატარდა შიდა ტურნირი ჭადრაკში. ჭადრაკი სპორტის ისეთი სპეციფიკური სახეობაა, რომლის თამაში არ არის დაკავშირებული ასაკობრივ ზღვართან, სქესთან და ფაქტობრივად, არც მოთამაშის ფიზიკურ შესაძლებლობებთან, ამიტომ ასპარეზობაში ყველა სპეციალობის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
🥇🥈ტურნირი საკმაოდ აზარტული და საინტერესო გამოდგა, თუმცა დაძაბულ ურთიერთდაპირისპირებში გამარჯვება და პირველი ადგილი „ინფორმაციის ტექნოლოგიის“ სტუდენტმა ნიკოლინ გილამ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე „ქსელი და სისტემების“ სტუდენტი ალექსანდრე გილა გავიდა.
🥉საინტერესო გამოდგა აგრეთვე მესამე ადგილისთვის ბრძოლა, სადაც „მეფუტკრეობის“ პროგრამის სტუდენტმა პაატა ტატიშვილმა „ბუღალტერიის“სპეციალობის სტუდენტი მარიამ მაღალდაძე დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხებათ დანარჩენ მონაწილეებს, მაყურებელმა ისინი უხვი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
📃 ტურნირში გამარჯვებულებს სერტიფიკატები საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვახო თავდგირიძემ გადასცა.
მსგავსი ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში კოლეჯში სისტემატურად ტარდება, რაც სტუდენტებში ლოგიკური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების განმტკიცებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.