📍ა.წ. 2 აპრილს, სსიპ-ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დ.თიანეთის დამატებით სასწავლო ფართში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: “რა? სად? როდის?” ერთმანეთს კოლეჯის სტუდენტებისგან შემდგარი ორი გუნდი: “დამასტე” და “ოჩანი”.
🔹შეჯიბრი საკმაოდ აზარტულად მიმდინარეობდა, გუნდები თამაშის ბოლომდე თანაბრად მიდიოდნენ, თუმცა კონკურსის ბედი საბოლოო 25-ე კითხვამ გადაწყვიტა და გაიმარჯვა “დამასტემ” მოიპოვა.
🔸კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ “ინფორმაციის ტექნოლოგიის” პროგრამის ხელმძღვანელი თამაზ ჯანგირაშვილი, ღონისძიება მიჰყავდა ვახტანგ ურუშაძეს, ტექნიკურ გამართვაზე ზრუნავდნენ პედაგოგები: ალექსანდრე დულუზაური და თორნიკე მჭედლიშვილი.
🔹ღონისძიებას ობიექტურად აფასებდნენ ჟიური, თიანეთის დამატებითი სასწავლო ფართის სასწავლო პროცესის მენეჯერი: თათია ბადურაშვილი, სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი ინგა ჩიტაური და კომპიუტერული ქსელი და სისტემების პედაგოგი ალექსანდრე დულუზაურის შემადგენლობით.
📄 ორივე გუნდის წევრებს გადაეცათ საპატიო სიგელები, გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები.
კოლეჯი მადლობას უხდის ღონისძიების თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის და დამსწრე საზოგადოებას ყურადღებასა და ინტერესისთვის.