სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ აგრარული მიმართულების პროფესიული პროგრამებით გათვალისწინებული იმ შედეგების მისაღწევად, რაც სურსათის უვნებლობასთან არის დაკავშირებული, რისთვისაც კოლეჯის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა საწარმოო პრაქტიკა გაიარონ სააგენტოს ბაზაზე.