სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს მსჯავრდებულთა (პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, თავისუფლებაშეზღუდული, პირობით ვადამდე გათავისუფლებული და პირობით მსჯავრდებული) პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობის ქვეპროგრამას 3 მოკლევადიანი კურსით: ინგლისური ენა, ქართული ენა და მართვის მოწმობის თეორიული კურსი. განხორციელებასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მაისს კოლეჯს ესტუმრნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები.