25 ივლისს კაჭრეთში, „კოლეჯ აისში“ ჩატარდა სემინარი თემაზე „მოსავლის აღებისათვის მზადება“ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის“ და კოლეჯ\r\n„აისის“ მევენახეობა - მეღვინეობის დუალური სწავლების პროგრამის სტუდენტებისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით.\r\nსემინარზე სტუდენტები გაეცნენ მოსავლის აღებისათვის მზადების ეტაპებს, ასევე საქართველოს და ევროპული ქვეყნების პრაკტიკულ გამოცდილებას სამუშაოს დაგეგმვისას.\r\nმევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტებს ჩაუტარდათ მოკლე ექსკურსია კახეთის რაიონში, \r\nმოინახულეს ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.