3 მაისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ილია წინამძღვრიშვილის დაბადებიდან 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის , პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები და თანამშრომლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორი და გუბერნატორის მოადგილეები, მცხეთა - მთიანეთის სატყეო სამსახურის უფროსი, მცხეთის რესურსცენტრის უფროსი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.\r\nპარაკლისი აღავლინა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წინამძღოლმა მამა ბასილმა. სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობი, მონაწილეობა მიიღეს სატყეო სააგენტოსთან ერთად ორგანიზებულ გამწვანების აქციაში. ღონისძიების ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და მცხეთა - მთიანეთის სატყეო სამსახურს შორის.