2017 წლის 27 ნოემბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში ადმინისტრაციის მიერ მოხდა საზეიმო შეხვედრა 2017 წლის საშემოდგომო მიღებით ჩარიცხულ სტუდენტებთან. სტუდენტებს სიტყვით მიმართა კოლეჯის დირექტორმა,-ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა, ადმინისტრაციის წევრებმა და პედაგოგებმა. საზეიმო შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს გააცნეს სასწავლო გეგმა და შინაგანაწესი, დაათვალიერებინეს კოლეჯის სასწავლო კორპუსის აუდიტორიები და სახელოსნოები.