სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში 2017 წლის 22 დეკემბერს გაიმართა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს სახალხო არტისტის - კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი ხასიათის შეხვედრა-კონცერტი. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ფილარმონიის გენერალური დირექტორი - ლადო ხელაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები, პედაგოგები, სტუდენტები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნისა და ბიწმენდის სკოლის IX – X კლასის მოსწავლეები.