ბრატისლავას კამინსკის უნივერსიტეტის პროფესორი ლუბორ მატეჟკო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრა.\r\nშეხვედრის მიზანს საგანმანთლებლო კუთხით თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივად განხორციელება წარმოადგენს, კერძოდ, სლოვაკეთში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯსა და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ სასწავლებელს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობა, რაც გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტების გაცვლას და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ხელისშეწყობას გულისხმობს. \r\nლუბორ მატეჟკომ, „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების“ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა გივიშვილმა და საქართველო-სლოვაკეთის მეგობრობის კლუბის ხელმძღვანელმა დავით ცირეკიძემ წინამძღვრიანთკარის პროფესიული სასწავლებელი დაათვალიერეს