სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის მიზნით აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას. რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 27 აპრილიდან 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით. მსურველებმა კოლეჯში უნდა წამოადგინონ: 1.განცხადება; 2.CV - (პირადი ინფორმაცია); 3.პირადობის მოწმობის ასლი. არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტთა მშობლებს. რეგისტრაციისათვის მიმართეთ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის ადმინისტრაციას.