2018 წლის 6 ივნისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლა დაიწყეს მიმდინარე წლის საგაზაფხულო პროფესიული ტესტირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩარიცხულმა სტუდენტებმა. შეხვედრა გაიმართა კოლეჯის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიული „ცხრა მუხის“ ჩრდილქვეშ ჩარიცხულ სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს შორის. სტუდენტებს მიესალმა და სწავლის დაწყება მიულოცა კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა და ადმინისტრაციის წევრებმა და პედაგოგებმა. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს დაათვალიერებინეს კოლეჯის სასწავლო კორპუსის აუდიტორიები და სახელოსნოები და გააცნეს სასწავლო გეგმა და შინაგანაწესი.