2018 წლის 27 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და სტეფანწმინდაში შპს „ხარებას“ სასტუმრო- „ყაზბეგი პორტა კავკასიასთან“, „სასტუმრო საქმის სპეციალისტის“ სპეციალობის, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის განხორციელების მიზნით. შეხვედრისას განიხილეს სასწავლო პროგრამები და შეადგინეს მეცადინეობების ჩატარების ცხრილი. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის, სტეფანწმინდის სასწავლო კორპუსში განსახორციელებლად. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს „პორტო კავკასიის“ სასტუმრო- ყაზბეგის გენერალურმა მენეჯერმა დავით ზარნაძემ, გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა გიორგი დოლიძემ, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა ბ-ნ თეიმურაზ ასათიანმა და კოლეჯის დამატებითი ფართის დაბა სტეფანწმინდის სასწავლო პროცესის მენეჯრმა-ნატა ფიცხელაურმა.