საფრანგეთის ქალაქ ბორდოს მევენახეობა-მეღვინეობის კოლეჯის მიერ, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათის, მიწვეული იყო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი 2018 წლის 18-23 ნოემბერს ბორდოს კოლეჯში, განხილულ იქნა ორი კოლეჯის თანამშრომლობა, სტუდენტების გაცვლითი პროგრამა და პედაგოგების გადასამზადებელი პროექტები. \r\n\tილია წინამძღვრიშვილის კოლეჯმა, მონაწილეობა მიიღო მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო გამოფენის მუშაობაში. გამოფენაზე კოლეჯის მიერ წარმოედგენილი იყო კოლეჯის პარტნიორი ღვინის საწარმოს KTW - ღვინის პროდუქტები, მოეწყო დეგუსტაცია. დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინესსაფრანგეთის რესპუბლიკის, ქ. ბორდოს ღვინისა და კონიაკის საწარმოები. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. \r\n\tსაქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის სააგენტო და რამდენიმე ღვინის ქარხანა. დაიგეგმა თანამშრომლობა განათლების მიმართულებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მუშაკების ქ. ბორდოს კოლეჯში გადამზადებისთვის. განათლების მიმართულებით დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ - მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, ბატონი მიხეილ ჩხენკელი.