სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ყოველ წელს ახორცილებს თვითდასაქმების საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებში დევნილი და ეკომიგრანტი რომელიც:
ა) არის სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 2013 -2020 სასწავლო წლების კურსდამთავრებული და/ან
ბ) არის ამავე წლების, სახელმწიფოს მიერ აღიარებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებული და/ან
გ) არის ამავე წლების, სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ სერტიფიცირებული ბენეფიციარი და
დ) ფლობს თვითდასაქმებად პროფესიას
აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროფესიის შესაბამისი მაქსიმუმ 3 ნივთი 2 000 ლარის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დამოუკიდებელი საქმიანობის წამოსაწყებად ან გასაუმჯობესებლად.
განაცხადები მიიღება 15 დეკემბრიდან და გაგრძელდება 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით. განაცხადების მიღება ხორციელდება სააგენტოში და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე: