მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, „სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი” - ში სტუმრად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის European Union Monitoring Mission in Georgia , მცხეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯის წარმომადგენლებმა გააცნეს კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი განვითარების 140 - წლიანი ისტორია, კოლეჯში ჩარიცხული იძულებით გადაადგილებულ პირთა სტუდენტების პროფესიული საქმიანობა და მხარდაჭერა მიმდინარე პროფესიულ პროგრამებთან ერთად.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის სტატუსის მქონე „მარანი“ და საქართველოში „პირველი პროფესიული სასწავლებელი” – ის ისტორიული შენობა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ინგლ. European Union Monitoring Mission, EUMM) — საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც დაარსდა 2008 წლის 15 სექტემბერს. მისიაში ჩართულია ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან მოწვეული 214 დამკვირვებელი. მისიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, დამკვირვებლები ძირითადად იყოფებიან რეგიონულ ოფისებში, რომლებიც საქართველოს 3 ქალაქშია განლაგებულია: გორი, მცხეთა, ზუგდიდი.
🔔📍„ინოვატორთა კლუბი” ციფრული კომპეტენციების განვითარების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების გამარჯვებული გუნდი ლიეტუვაში ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაზე გაემგზავრა.
💥🔹პროექტი პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia - ს ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორი ორგანიზაციების: ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი / Youth Innovations' Center -თან და კრეატიული ახალგაზრდული პლატფორმა • Creative Youth Platform - სთან ერთად განხორციელდა.
🇬🇪 🤝 🇩🇪 პროფესიული განათლების მასწავლებლების საერთაშორისო ვიზიტის პროფესიული ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“-ს სოფლის მეურნეობის დარგის (ვეტერინარიის სასწავლო პროგრამა) მიმართულების მასწავლებელმა ცირა ნაფეტვარიძემ კვალიფიკაცია აიმაღლა გერმანიაში, Weihenstephan-Triesdorf Universitys of Applied Sciences-ში.
🔁 ვიზიტის ფარგლებში მან მიიღო ევროპული პრაქტიკული გამოცდილება და დაამყარა საერთაშორისო ურთიერთობები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგისა და პროფესიული განათლების თანამედროვე მიდგომების ინტეგრაციას სასწავლებელში.
🤚 შეგახსენებთ, რომ პროფესიული მასწავლებლების საერთაშორისო სტანდარტით მომზადება/გადამზადება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პროფესიული უნარების დააგენტოს ხედვის ერთ - ერთი პრიორიტეტული ნაწილია.
ა.წ 22 ივლისს სსიპ ″ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს″ კოლეჯის ისტორიის, ძირითადი მიმართულებების გაცნობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით European Union Monitoring Mission in Georgia წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა კოლეჯის დირექტორთან თემურ ასათიანთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დირექტორმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯში ჩარიცხული იძულებით გადაადგილებულ პირთა სტუდენტების პროფესიული საქმიანობის და მხარდაჭერის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე განხილული იქნა კოლეჯში მიმდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და შრომის ბაზრის მზაობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისას.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის სტატუსის მქონე ″ისტორიული მარანი″ და საქართველოში ″პირველი პროფესიული სასწავლებელი″ – ის ისტორიული შენობა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ინგლ. @European Union Monitoring Mission, EUMM) — საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც დაარსდა 2008 წლის 15 სექტემბერს. მისიაში ჩართულია ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან მოწვეული 214 დამკვირვებელი. მისიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, დამკვირვებლები ძირითადად იყოფებიან რეგიონულ ოფისებში, რომლებიც საქართველოს 3 ქალაქშია განლაგებულია: გორი, მცხეთა, ზუგდიდი.