სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"

კოლეჯის დახმარება ხანძრის ლიკვიდაციაში

კოლეჯის დახმარება ხანძრის ლიკვიდაციაში

2017 წლის 08 აგვისტოს, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხანძარი იყო კოლეჯის მეზობელ ტერიტორიაზე და სახანძრო რაზმის მანქანების წყლის მარაგის შევსებას ითხოვდნენ, კოლეჯის საკუთრებაში არსებული სახანძრო და წყალმომარაგების რეზერვუარებიდან. კოლეჯის ადმინისტრაცია და დაცვის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთნენ სახანძრო მანქანების წყლით შესავსებაში, რისთვისაც გამოიყენეს კოლეჯის ორი ერთეული 50 ტონიანი რეზერვუარი, რამაც მნიშნელოვანი როლი ითამაშა ხანძრის დროულ ლიკვიდაციაში და იხსნა გვერდზე მდებარე დასახლებული ტერიტორია ხანძრის გავრცელებისგან.