სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"

რიაპინას (ესტონეთი) მებაღეობის დირექტორის სტუმრობა კოლეჯში

რიაპინას (ესტონეთი) მებაღეობის  დირექტორის სტუმრობა კოლეჯში

2022 წლის 6 დეკემბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ: ესტონეთის ქალაქ რიაპინას მებაღეობის კოლეჯის დირექტორი, ლანდშაფტის დიზაინის, მებაღეობის და ტექსტილის დიზაინის მასწავლებლები. პედაგოგების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა, თეიმურაზ ასათიანმა, სტუმრებს გააცნო ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ისტორია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. დაათვალიერეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა, გაეცნენ პროფესიულ პროგრამებს და კოლეჯის სიახლეებს. მოინახულეს სასწავლო აუდიტორიები და კოლეჯის სადემოსტრაციო-საკოლექციო ნაკვეთები. ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
დაისახა ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამების განხორციელებისათვის პირობების შემუშავების ვადები 2023 წლისთვის. აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯთან ერთად ჩართულნი არიან კოლეჯი ,,მერმისი“ და კოლეჯი „ახალი ტალღა“.