სსიპ "ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი"

დუალური პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების კვირეული გაიმართება

დუალური პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების კვირეული გაიმართება

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია აგროდუოს და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათლით დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.
პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.
ონლაინ დასაქმების კვირეული მოიცავს: ტრენინგს, მასტერკლასებსა და დამსაქმებლებთან შეხვედრებს.
1 დეკემბერს 15:00 საათზე ჩატარდება ონლაინ ტრენინგი, რომელზეც ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ისეთი თემები როგორიცაა:


• გასაუბრებისთვის მომზადება;
• რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა;
• ლინკდინის როლი დასაქმებაში;
• დასაქმების ელექტრონულ პლათფორმებზე რეზიუმეს განთავსება ;
კვირეულის ფარგლებში კოლეჯების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ასევე შეხვდებიან დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.
დაინტერესების შემთხევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშრდით მობ: ? 577 08 26 08