Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
სასწავლო პროცესის გაციფრულება ბაღის დიზაინი

სასწავლო პროცესის გაციფრულება ბაღის დიზაინი

2023 წლის 24 იანვარს, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამის სტუდენტებს საპილოტე კურსის „სასწავლო პროცესის გაციფრულება ბაღის დიზაინის“ წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
მონაწილეებმა წარმოადგინეს კურსის ფარგლებში ილია წინამძღვრიშვილის სახლობის კოლეჯის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიის დენდროლოგიური და ლანდშაფტური პროექტები. რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სასწავლო კურსს შორენა კაპანაძე და თამარ ტატიშვილი უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
პროექტის შემუშავება;
ესკიზების შექმნა;
კომპოზიცია, კოლორისტიკა, ფორმა და სტრუქტურა; მცენარეები;
აგროტექნიკა;
გაზონი;
პროექტის რეალიზება და სხვა.
პროექტი ინოვაციური განათლების ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაერთიანებული სამეფოს ფონდის „მდგრადი მშვიდობისთვის - COBERM-ის დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტი“ მხარდაჭერით განხორციელდა.