სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სვისკონტაქტის“ (Swisscontact)
თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტო, ორგანიზაციის წარმომადგენლებთან
ერთად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრა.
ვიზიტის მიზანი იყო, ,,სვისკონტაქტი“ ადგილზე გაცნობოდა საქართველოში
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების სპეციფიკას,
მთავარ მიგნებებსა და გამოწვევებს. ვიზიტის ფარგლებში, ილია წინამძღვრიშვილის
კოლეჯის წარმომადგენლებმა გააცნეს კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი
განვითარების 140 - წლიანი ისტორია, მიმდინარე პროფესიულ პროგრამებთან
ერთად.
თავისმხრივ, ,,სვისკონტაქტის“ წარმომადგენლებმაც, კოლეჯს მათი საქმიანობის
ფარგლებში საერთაშორისო დონეზე დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს, კერძოდ,
ალბანეთსა და უკრაინაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
განხორციელების კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ.
ვიზიტისბოლოს, ,,სვისკონტაქტის“ წარმომადგენლებმა დააგემოვნეს კოლეჯის
სტუდენტების მიერ დამზადებული ღვინო და ტკბილეული.
შეგახსენებთ, რომ Swisscontact საქართველოში 2020 წლიდან მუშაობს, საჯარო და
კერძო სექტორის გაძლიერებით, მას სხვადასხვა დარგებში შეაქვს კონტრიბუცია, მათ
შორის, ერთ-ერთ საკვანძო, სამუშაო არეალს პროფესიული განათლების სისტემების
განვითარება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან
საყრდენს უნარების სააგენტო წარმოადგენს.