ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიზნით, გრძელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს შორის ამხანაგური შეხვედრები. ამჯერად ერთმანეთს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ქსელი და სისტემები“ და „აგრომექანიზაცია“ - ის სტუდენტები დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ და საინტერესო ურთიერთდაპირისპირებაში აგრომექანიზაციამ 5:4 იმარჯვა.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მიესალმება მსგავს ან სხვა ნებისმიერ ინიციატივას რომელიც ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, კარიერულ ზრდას და მათში ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას გამოადგება.