2024 წლის 19 თებერვალს, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - მა პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის კამპანიის და სკოლებში USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program - ის ფარგლებში თბილისის 169 - ე საჯარო სკოლას ესტუმრა.
🎯აღნიშნულ პროფორიენტაციულ შეხვედრაზე, კოლეჯის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია 2024 წელს გამოცხადებულ პროგრამებთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს პროფესიულ განათლებაზე, კოლეჯის სტუდენტურ ცხოვრებაზე, შესაძლებლობებზე და დასაქმების პერსპექტივებზე.
🤝ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიზნით, სამომავლოდ დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა და ვფიქრობთ, რომ შეხვედრები კიდევ უფრო ნაყოფიერ სახეს მიიღებს.
კოლეჯი დიდ მადლობას უხდის 169-ე საჯარო სკოლა - ის დირექტორს, ნატო გაბოშვილს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს მასპინძლობისთვის და საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისთვის.