📍23 თებერვალს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall - ის საკონფერენციო დარბაზში „ინოვატორთა კლუბი” ციფრული კომპეტენციების განვითარების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
💥პროექტი პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia - ს ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორი ორგანიზაციების: ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი / Youth Innovations' Center -თან და კრეატიული ახალგაზრდული პლატფორმა • Creative Youth Platform -სთან ერთად განხორციელდა.
💢ინოვატორთა კლუბის ფარგლებში გაიმართა იდეათონი, სადაც ჩვენი კლუბის საოცარმა ახალგაზრდებმა კიდევ უფრო საოცარი და ინოვაციური იდეები წარმოადგინეს.
✈️ პირველ ადგილზე გასული გუნდი ლიეტუვაში საერთაშორისო პროექტზე გაემგზავრება.
🏕️ მეორე ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს მცხეთის მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკში.
🎫 მესამე ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა სასაჩუქრე ვაუჩერი
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის გარდა პროექტში ჩართულები იყვნენ გალავნის საჯარო სკოლა და წილკნის საჯარო სკოლა.
🌐პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები, არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით გაეცნენ ციფრული კომპეტენციებს და შეისწავლეს ისეთი სერვისები როგორიცაა: Google-ის პროდუქტები (Docs,Sheets, Slides, Forms); Wix.com-ის საშუალებით ვებ-საიტების შექმნის მექანიზმები; Canva-ს საშუალებით პრეზენტაციების, პოსტერების და სხვა მსგავსი პროდუქტების შექმნა; ციფრული პროდუქტების დიზაინი.