28 თებერვალს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, “სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების” ტრენინგი გაიმართა. რომელიც მოიცავდა, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.
💢შეხვედრას უძღვებოდა შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების ტრენერი - თაჯირა მამედოვი.
➡️ტრენინგზე კოლეჯის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ, კერძოდ არსებული შესაძლო ხანძრის საფრთხეების გამოვლენა და რეაგირება, პრევენცია, ცეცხლმაქრის გამოყენების ინსტრუქციის ცოდნა, ელექტრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ხოლო ხანძრის შემთხვევაში საგანგებო, კრიზისული გეგმის მიხედვით მოქმედება.
🧑🚒 შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა რამდენიმე ინსტრუქტაჟი ჩაატარეს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით .