ა.წ. 21 მარტს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი -ის ორგანიზებით, კოლეჯის სააქტო დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება.
🔵ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციები: Habitat for Equality Achievements and Development - HEAD თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი „იალონი, Association Anika • ასოციაცია ანიკა , თავიანთ ბენეფიციარებთან ერთად.
🟡შეხვედრაზე კოლეჯის და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თავიანთ პრეზენტაციებში კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს თავიანთ ორგანიზაციებზე, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე როგორიცაა: ფიზიკური, სენსორული, ინტელექტუალური, კომუნიკაციური, მეტყველებითი და ნევროლოგიური. საუბარი ეხებოდა აგრეთვე აღნიშნული შესაძლებლობების ბარიერების და მათი დაძლევის გზების გადაჭრაზე.
🔵ღონისძიების შუა ნაწილში ორგანიზაციების ბენეფიციარებმა ისაუბრეს თავიანთი ცხოვრების შესახებ, აუდიტორიას წარუდგინეს საკუთარი თავი, ინტერესები, სამუშაო გამოცდილება და არაერთი საინტერესო ლექსებიც შემოგვთავაზეს.
🟡შეხვედრის დასასრულს, დამსწრე აუდიტორიას კოლეჯის მუსიკალურმა ჯგუფმა „ცხრამუხამ“ არაერთი კარგი სიმღერა შემოგვთავაზა, სიმღერასთან ერთად ლექსები წაიკითხეს კოლეჯის პროფესიული დაწესებულების მასწავლებლებმა.
🔵ასევე, პრეზენტაციების ბოლოს, ორგანიზაციებთან ერთად კოლეჯის ჰოლში, გაიმართა ბენეფიციარების მიერ სხვადასხვა დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოსესია, ალა-ფურშეტთან ერთად.
✅ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.