Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში კოლეჯი ″მოდუსთან″

ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში კოლეჯი ″მოდუსთან″

2024 წლის 6 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიზნით, კოლეჯი მოდუსი College Modus -სა და სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი -ს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთში.
მატჩი ძალიან საინტერესო და აზარტული გამოდგა, შეხვედრის პირველი ტაიმი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა აშკარა უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე უპასუხო გოლი გაიტანა, მსგავსი სცენარი განვითარდა შეხვედრის მეორე ტაიმშიც.
🟡საბოლოოდ მატჩი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა - ანგარიში: 15 : 2
🔴ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, მადლობას უხდის კოლეჯ ″მოდუსს″ შეხვედრის კარგი ორგანიზებისთვის და მასპინძლობისთვის. სამომავლოდ მსგავს ამხანაგურ შეხვედრას ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი უმასპინძლებს.
🟡ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მიესალმება მსგავს ან სხვა ნებისმიერ ინიციატივას რომელიც ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას, კარიერულ ზრდას და მათში ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას გამოადგება.