🍷2024 წლის 7-9 ივნისს ExpoGeorgia საგამოფენო სივრცეში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „მევენახეობა-მეღვინეობის“ და „სასმელების წარმოების“ სპეციალობის სტუდენტებმა და წარადგინეს მათ მიერ კოლეჯში დამზადებული ღვინოები და ლიქიორები.
🍷ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა WINEXPO კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობებს აერთიანებს.
🍷გამოფენა, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia მხარდაჭერით ჩატარდა და 100 - ამდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარნებმა გამოფენის სტუმრებს საკუთარი პროდუქცია, სხვადასხვა სახის ღვინოები, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიური ღვინოები, გააცნეს.