2024 წლის 26 ივნისს, თიანეთის დამატებითი სასწავლო ფართის მეხილეობის დუალურ-ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტები პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, პარტნიორი საწარმოს ო.ქუცნაშვილის ხეხილის ბაღში, პრაქტიკის ობიექტზე იმყოფებოდნენ.
🌳პროგრამის ფარგლებში, პროფესიულმა სტუდენტებმა
″ხეხილოვანი კულტურების ბაღის მოვლა″ - ის მოდულის ფარგლებში პრაქტიკულად გაიარეს შემდეგი დეტალები:
🔸მცენარისათვის საკვები ნივთიერებების განსაზღვრა;
🔹ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება - დაცვა;
🔸მცენარეთა დაცვის მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება.
✅პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროსთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა.