Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
პროფესიულ კოლეჯებს შორის მინი - ფეხბურთის ტურნირი

პროფესიულ კოლეჯებს შორის მინი - ფეხბურთის ტურნირი

მიმდინარე წლის 25 ივნისს, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიზნით, ილია წინამძღვრიშვილ სახელობის კოლეჯი“-ს ორგანიზებით და პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia - ს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, პროფესიულ კოლეჯებს შორის საგურამოში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი“ გახდა, რომელმაც ფინალში “აისი“ დაამარცხა. მესამე ადგილზე კოლეჯი „მოდუსი“ გავიდა, რომელმაც „ორიენტირი“ დაამარცხა.
ჩატარებული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ჩემპიონი და ტურნირის სხვა მონაწილე გუნდები დააჯილდოვა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორმა თეიმურაზ ასათიანმა და სამივე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს თასები გადასცა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარეს, ბომბარდირს და საუკეთესო მოთამაშეს სიგელები.
ტურნირში შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: კოლეჯი „აისი“ / College Aisi, კასპის პროფესიული კოლეჯი / Kaspi Vocational College, საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა / College Panacea, კოლეჯი მოდუსი College Modus, კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, ინტერბიზნესის აკადემია | InterBusiness Academy, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, “orientiri“ შპს “ორიენტირი“