სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ“ - ში აგრარული პროფესიული განათლების სექტორის პოპულარიზაციის და პროფესიული სასწავლებლების წარმატებული სტუდენტების-კურსდამთავრებულების ხელშეწყობა-წარმოჩენის მიზნით „აგრო-ლიგა 2024“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
🎯კონკურსში მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლების და უნივერსიტეტების სტუდენტები, აგრო და გარემოსდაცვითი პროფილის სკოლის მოსწავლეთა კლუბები. საკონკურსო თემები მოიცავდა: მეხილეობას, მეფუტკრეობას, სატყეო საქმეს, მევენახეობა-მეღვინეობას, ეკოლოგია, ბიომრავალფეროვნება.
🍀აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის“ აგრარული მიმართულების სტუდენტებმა და პროფესიულმა სტუდენტმა ნანი ხომასურიძემ „მეფუტკრეობის“ საკონკურსო თემაში პირველი ადგილზე გავიდა, ხოლო „სატყეო საქმე“ - ზე მეორე ადგილი გიორგი კოპალიანმა მოიპოვა.
🎖კონკურსის გამარჯვებული დიპლომებით და სხვადასხა განსაზღვრული ფულადი პრიზებით მონაწილეები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და სხვა ჩართულმა პირებმა დააჯილდოვეს.
📍 2024 წელს აგრო-ლიგა ჩატარდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს (UNDP) განვითარების პროგრამის პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზება (ფაზა 3) ფარგლებში. შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
☑️ კონკურსი კონცეფციის ავტორი და ორგანიზატორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA).