Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტუმრობა ილია  წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტუმრობა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

ა.წ 22 ივლისს სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს“ კოლეჯის ისტორიის, ძირითადი მიმართულებების გაცნობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით European Union Monitoring Mission in Georgia წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა კოლეჯის დირექტორთან თემურ ასათიანთან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და დირექტორმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეჯში ჩარიცხული იძულებით გადაადგილებულ პირთა სტუდენტების პროფესიული საქმიანობის და მხარდაჭერის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, აგრეთვე განხილული იქნა კოლეჯში მიმდინარე გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და შრომის ბაზრის მზაობა აღნიშნული პროგრამების განხორციელებისას.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავის ძეგლის სტატუსის მქონე „ისტორიული მარანი“ და საქართველოში „პირველი პროფესიული სასწავლებელი” – ის ისტორიული შენობა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ინგლ. @European Union Monitoring Mission, EUMM) — საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც დაარსდა 2008 წლის 15 სექტემბერს. მისიაში ჩართულია ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნიდან მოწვეული 214 დამკვირვებელი. მისიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, დამკვირვებლები ძირითადად იყოფებიან რეგიონულ ოფისებში, რომლებიც საქართველოს 3 ქალაქშია განლაგებულია: გორი, მცხეთა, ზუგდიდი.