🎓 მიმდინარე წლის 31 იანვარს, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის“ დაბა თიანეთის დამატებითი სასწავლო ფილიალში გაიმართა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომები მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, ინფორმაციის ტექნოლოგიების და ბუღალტრული აღრიცხვის კურსდამთავრებულებს გადეცათ.
👥 დიპლომების გადაცემის ცერემონიალი თიანეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
🏛️ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი, როგორც მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წამყვან მიმართულებას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული შრომის ბაზრისთვის. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ თითოეული სტუდენტის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას და უზრუნველვყოთ უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობა.
🎊 ვულოცავთ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში!