🌐დღეს, სიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სააქტო დარბაზში, კოლეჯის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების შესახებ
🚨 ღონისძიების მიზანი იყო კოლეჯის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება გლობალური შრომითი მიგრაციის რისკებისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ.
✅ ტრენინგი წარიმართა მაღალ პროფესიულ დონეზე და მოიცვა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ტრეფიკინგის დანაშაულის არსი, საქართველოს კანონმდებლობა, სამუშაო შეთავაზებებთან დაკავშირებული რისკები, ონლაინ სივრცის საფრთხეები, ტრეფიკერების ამოცნობის მეთოდები, საზღვარგარეთ მუშაობისას თავდაცვის მექანიზმები და უსაფრთხო მოგზაურობის საუკეთესო პრაქტიკა.
👥 ტრენინგს უძღვებოდნენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიგრანტთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი ასისტენტები ბექა ჯავახაძე და ბექა ბუცხრიკიძე, რომლებმაც დეტალურად გააშუქეს თითოეული საკითხი და სტუდენტებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია.
📄 ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები და საკონტაქტო ინფორმაცია, რაც დამატებით შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ნებისმიერ საეჭვო სიტუაციაში.
🌍 ტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ახალგაზრდების ინფორმირებისა და დაცვის კუთხით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში