Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
კოლეჯის მეფუტკრეობის გუნდი “სიცოცხლის ელჩები“ სამეწარმეო პროექტების კონკურსში გამარჯვებული გახდა.

კოლეჯის მეფუტკრეობის გუნდი “სიცოცხლის ელჩები“ სამეწარმეო პროექტების კონკურსში გამარჯვებული გახდა.

2025 წლის 8 აპრილს სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯის“ მეფუტკრეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდი „სიცოცხლის ელჩები“ სტუდენტური სამეწარმეო პროექტების კონკურსის გამარჯვებული გახდა.
კონკურსი ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მეწარმეობრივი კომპეტენციების გაძლიერებას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის 10-მა გუნდმა, მათ შორის ჩვენი კოლეჯიდან წარმოდგენილი იყო მევენახეობა-მეღვინეობის, სატყეო საქმისა და მეფუტკრეების მიერ დაკომპლექტებული სამი გუნდი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გაიარეს მენტორინგის ინტენსიური კურსი და პროფესიონალების დახმარებით მოამზადეს სამეწარმეო იდეები.
სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ სხვადასხვა პროფესიული კოლეჯების 10 გუნდიდან გამოავლინა ოთხი გამარჯვებული გუნდი, მათ შორის ჩვენი კოლეჯის მეფუტკრეების გუნდი “სიცოცხლის ელჩები“, რომელმაც შეისწავლა სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლები და მოამზადა პროექტი “სკის ოთახი“ - საფუტკრე მეურნეობის გაფართოებისთვის, სადაც მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს აგროტურიზმის განვითარებას.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ აგრარული მიმართულების სავაჭრო ობიექტის 3000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ და კიდევ უფრო განავითარონ თავიანთი სამეწარმეო უნარები.