Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
პროფესიული განვითარება ვეტერინარიაში: ინფექციის კონტროლის საფუძვლები კოლეჯში

პროფესიული განვითარება ვეტერინარიაში: ინფექციის კონტროლის საფუძვლები კოლეჯში

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის პროფესიული პროგრამა „ვეტერინარიის“ ფარგლებში, პროფესიულმა მასწავლებელმა, ცირა ნაფეტვარიძემ ჩაატარა ლექცია მოდულის – „ინფექციის კონტროლის საფუძვლები“ – ფარგლებში.
💡 ლექციის განმავლობაში დეტალურად იქნა განხილული ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპები და მეთოდები, რაც უმნიშვნელოვანესია ვეტერინარიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
განხილული საკითხები მოიცავდა:
🔍 ინფექციის წყაროებსა და გავრცელების გზებს;
✨ ჰიგიენის ნორმებსა და სანიტარულ მოთხოვნებს;
🔬 დეზინფექციისა და სტერილიზაციის მეთოდებს;
🧤 პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას;
🛡️ ინფექციური დაავადებების პრევენციულ ღონისძიებებს.
🎓 ლექციამ ხელი შეუწყო სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას ინფექციის კონტროლის მიმართულებით, რაც მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში აუცილებლად გამოადგებათ.