Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ფილიალებს ეწვია

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის ფილიალებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა კოლეჯის საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და ფილიალების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის დირექტორმა, თემურ ასათიანმა, მინისტრს ფილიალების საქმიანობის, მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს კოლეჯის წინაშე არსებული საჭიროებები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ, მიეღოთ პასუხები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებში ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით. ფილიალებში ამჟამად 60-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი სწავლობს.
მინისტრთან ერთად ვიზიტში მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კობა გელაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ზილინაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი.