2017 წლის 17 აგვისტოს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს ესტუმრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებული პროექტის წარმომადგენელი - ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი. \r\n თამარ ქიტიაშვილმა კოლეჯის დირექტორ ბატონ თეიმურაზ ასათიანთან ერთად დაათვალიერა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში პროექტის განხორციელებული სამუშაოები. კერძოდ, მოინახულა ინტეგრირებული სწავლებისათვის აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიები და უცხო ენის კაბინეტი. ასევე, დაათვალიერა სათბურის გამართვის მიმდინარე პროცესი და დასრულებული, ახლადგაშენებული სუფრისა და ტექნიკური ჯიშის ვაზის საკოლექციო - სადემონსტრაციო ფართობი (მოწყობილი ბოძ-მავთულებითა და წვეთოვანი სისტემით აღჭურვილი). \r\n შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ახალი (ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების) დუალური პროგრამების სწავლების დამატებისთვის საჭირო ღონისძიებები.