2017 წლის 16-17 აგვისტოს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გაიმართა ორდღიანი ტრენინგ-შეხვედრა ინტეგრირებული მოდულების პროფესიულ სასწავლებლებში განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება UNDP-ის (შვეიცარიის) მხარდაჭერით. მოდულური სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების მოდულების ინტეგრირების პილოტირება. \r\n სამუშაო შეხვედრა გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - ქალბატონმა ქეთევან ნატრიაშვილმა. ტრენინგზე მოწვეულები იყვნენ და მოხსენებით გამოვიდნენ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ქალბატონი თამარ სამხარაძე და გაეროს განვითარების (UNDP) პროექტის ხელმძღვანელი - ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი. ტრენინგს უძღვებოდა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ბატონი კახაბერ ერაძე. ტრენინგზე მოწვეულები იყვნენ: საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ წარმომადგენლები, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, კოლეჯის პროფესიული მასწავლებლები, მოდულების ავტორები, მასწავლებლის გზამკვლევების ავტორები და მონიტორინგის სპეციალისტები.