ღია კარის დღეზე დაინტერესებული პირები გაეცვნენ როგორც რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე პროფესიულ პროგრამებს, მიიღეს ინფორმაცია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველის მოადგილე ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილი, მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ბატონი თამაზ სუჯაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებებლი დირექტორი ბატონი შალვა გივიშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და დამსაქმებელთა (სს „ბაგრატიონი1988, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი) წარმომადგენლები.